სერიალის შესახებ 

სერიალის მთავარი თემაა სტუდენტები, საუნივერსიტეტო ცხოვრება – სწავლა, შემოქმედება, გართობა და დასვენება. სიტუაცია ვითარდება უხცოელი სტუდენტი გოგონას გარშემო, რომელიც საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით სწავლობს საქართველოში და ცხოვრობს ამავე პროგრამით უცხოეთში წასული ქართველი სტუდენტის ოჯახში.

სერიალის სიუჟეტი ვითარდება 3 ლოკაციაში

  1. უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორია
  2. უნივერსიტეტის სტუდენტური კაფე
  3. ოჯახი

სერიალში ასახული იქნება ახალგაზრდების ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული, სიმპატიები, სწავლა და გართობა. ახალგაზრდებს უყვარდებათ ერთმანეთი, კამათობენ, იბუტებიან, ვარდებიან სასაცილო და საინტერესო სიტუაციებში და ა.შ.

მთავარი თემაა უცხოელი გოგონასა და ქართველების ღირებულებებსა და შეხედულებებს შორის განსხვავებებზე ხუმრობა.

სერიალში ნაჩვენები იქნება როგორ იცვლებიან ერთმანეთის გავლენით ეს ადამიანები.